понедельник, 22 сентября 2014 г.

დღე მეცხრე

უმნიშვნელოვანესი დღე!
შევასრულეთ ბოლო, დამამთავრებელი სამუშაოები.
ავტვირთეთ ჩვენი პროექტების პორტფოლიოები ბლოგზე.
მოვაწყეთ ფასილიტაციის პრეზენტაციები.

გული მწყდება,რომ ეს ყველაფერი დასრულდა.
უკვე ყველა მენატრებით...

пятница, 19 сентября 2014 г.

დღე მეშვიდე

ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე იყო.

 ვისწავლეთ ლინკის გადატანა ბლოგზე,
გადავიტანეთ მნიშვნელოვანი ლინკები ბლოგებზე,
გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შევსება,
ვიმუშავეთ  განმავითარებელი შეფასების სქემებზე,
 გავაკეთეთ მოსწავლის მხარდამჭერი პრეზენტაცია Power Point-ში.

четверг, 11 сентября 2014 г.

დღე მეექვსე

დღითიდღე ვიმდიდრებთ ცოდნას,
დღეს კომენტარების გაკეთება ვისწავლეთ საოფისე პროგრამებში Word -ში, Excel -ში,  Power Point- ში ,
გავაკეთეთ ჩანართები ბლოგებზე,
გავაკეთეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკები და გადავიტანეთ პორტფოლიოში,
ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა   ბლოგზე,
 ყველაფერი გამოგვივიდა...

вторник, 9 сентября 2014 г.

დღე მეხუთე

საინტერესო დღე გამოვიდა...
ვიმუშავეთ შეფასების გეგმებზე,
გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონზე,საავტორო უფლებების დასაცავად,
პროექტის ერთ-ერთ რესურსზე, კერძოდ კედლის გაზეთზე, რომელიც მოვათავსეთ მოსწავლის ნიმუშში.
ერთი სიტყვით, სკოლაში კარგი ცოდნით შეიარაღებული დავბრუნდებით და ხალისით ვიმუშავებთ.

ეს ტრენერის დიდი დამსახურებაა!

понедельник, 8 сентября 2014 г.

დღე მეოთხე

ძალიან დატვირთული სამუშაო დღე გამოგვივიდა.
თავდაპირველად განვიხილეთ პროექტისათვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე Viewer-ში მოცემული მასალის გამოყენებით, დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის პრეზენტაცია პროგრამა Power Point-ში, ავტვირთეთ და ბლოგზე განვათავსეთ.
         
               ძალიან ენერგიული ხართ, ქალბატონო ნათია.
                დიდი მადლობა!

პროექტის გეგმის პრეზენტაცია


четверг, 4 сентября 2014 г.

დღე მესამე

დღეს დავიწყეთ სასწავლო პროექტზე მუშაობა;
განვიხილეთ ესგ- ის საგნობრივი სტანდარტები;
მიმოვიხილეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომია;
ვისწავლეთ დოკუმენტების google doc.- ზე განთავსება, გარდაქმნა და გაზიარება.

вторник, 2 сентября 2014 г.

დღე მეორე

დღეს მოვახდინეთ დასაგეგმი პროექტების იდეების გენერირება.
გავაკეთეთ მშობლებისათვის გასაგზავნი ბუკლეტები
ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების განთავსება.

понедельник, 1 сентября 2014 г.

დღე პირველი

გავეცანით ინტელის პროგრამას, დავიწყეთ ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა, გავხსენით საქაღალდეები, სადაც მოვათავსეთ გეგმები, ვიმუშავეთ ფოსტაზე, ბლოგზე, შევცვალეთ ბლოგის სახელწოდება.