четверг, 24 апреля 2014 г.

სასკოლო პროექტი - ჩემი სოფლის ეკოლოგია

პროექტის მთავარი თემა (იდეა) (მოკლე აღწერა):   მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას ეკოლოგიის შესახებ, არკვევენ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბუნების დანაგვიანებას და ასუთავებენ სოფლის მიმდებარე ტერიტორიას.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლე შეძლებს გარემოს დაცვის ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთებას და მასში მონაწილეობის მიღებას.
იმსჯელებს ბუნებაში ნარჩენების დატოვების შედეგებზე, აღწერს ბუნებაში ადამიანის ჩარევით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს, აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს მათი თვიდან აცილების საშუალებებს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ გარემოს დაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთებას.
მონაწილეთა ასაკი: 13 წელი
პროექტის ხანგრძლივობა: საკითხის გაშუქებას და სურათებისა და ტრაფარეტების დამზადებას დასჭირდება 1-3 კვირა
მოსალოდნელი შდეგები: / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები სოფელ წაღვლში აღმოაჩენენ ეკოლოგიურად დაბინძურებულ კერებს და ჩაატარებენ ღონისძიებებს მათ გასასუფთავებლად. შექმნიან ტრაფარეტებს და განათავსებენ სოფელში რამოდენიმე ადგილას..
პროექტისათვის საჭირო ძირითა დი რესურსები: ინტერნეტი, წიგნი, ფორმატის ფურცლები. ფლომასტერები, საჭირო იარაღები.
პროექტის მსვლელობა (ძირითდი აქტივობები): 
აქტივობა 1.მოსწავლეებს დავყოფ 3 ჯგუფად, მიცემული დავალების მიხედვით ყველა ჯგუფი ინაწილებს სამუშაოს.
აქტივობა 2. მოიძიებენ ინტერნეტში მასალას, მოიძიებენ სახელმძღვანელოებს, აარჩევენ სამუშაო იარაღებს, მოიძიებენ დაბინძურებულ ადგილებს.
აქტივობა 3. მოსწავლეები ახარისხებენ მოპოვებულ მასალას. (პრეზენტაციისათვის შქმნიან ფოტოებს)
აქტივობა 4. მოსწავლეები შექმნიან ლოზუნგებს, ტრაფარეტებს "ნუ დაანაგვიანებთ ბუნებას".
აქტივობა 5. პრეზენტაციისა და ფოტომასალის წარდგენა და შეფასება.
საგანთან (საგნებთან კავშირი): კავშირი გეოგრაფიასთან და ქიმიასთან.
პროექტის ხელმძღვანელი: მ.კაპანაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: mziakapanadze17@gmail.com